Похожие презентации:
Социальная ответственность и этический менеджмент
1.
თსუთემა 3. სოციალური პასუხისმგებლობის და
ეთიკის მენეჯმენტი
პროფესორი: მანანა ხარხელი
2018 წელი
2.
ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:განსახილველი საკითხები:
განიხილოთ, რას ნიშნავს იყო სოციალურად პასუხისმგებელი და რა
ფაქტორები ზემოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე.
განმარტოთ, რას ნიშნავს მწვანე მენეჯმენტი და როგორ შეიძლება გახდნენ
ორგანიზაციები მწვანეები.
განიხილოთ ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ეთიკურ და არაეთიკურ
ქცევას.
აღწეროთ მენეჯმენტის როლი ეთიკური ქცევის წახალისებაში.
განიხილოთ სოციალური პასუხისმგებლობის და ეთიკის საკითხები.
3.
რა არის სოციალური პასუხისმგებლობა?გლობალური კორპორაციები ხარჯებს ამცირებენ აუთსორსინგის მეშვეობით
იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები არ წარმოადგენს პრიორიტეტს, და
ამას ამართლებენ იმით, რომ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და ხელს
უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
არიან ეს კომპანიები სოციალურად პასუხისმგებელნი?
სოციალური
პასუხისმგებლობის
მაგალითად,
მას
უწოდებენ
ცნებას
„მხოლოდ
სცილდება მოგების მიღების ფარგლებს“.
სხვადასხვანაირად
მოგების
აღწერენ.
ფორმირებას“,
„რაც
4.
კლასიკური გაგება - შეხედულება, რომ მენეჯერის ერთადერთი სოცია-ლური პასუხისმგებლობაა მოგების მაქსიმიზაცია.
სოციალურ-ეკონომიკური ხედვა - შეხედულება, რომ მენეჯერების
სოციალური პასუხისმგებლობა სცილდება მოგების გამომუშავების
ფარგლებს და მოიცავს საზოგადოების კეთილდღეობის დაცვას და
გაუმჯობესებას.
სოციალური რეაგირების უნარი - ფირმის შესაძლებლობა,
განახორციელოს სოციალური ღონისძიებები, გარკვეული საჭირბოროტო
სოციალური მოთხოვნების საპასუხოდ.
სოციალური პასუხისმგებლობა - ბიზნესის განზრახვა, რომელიც
სცილდება მისი სამართლებრივი და ეკონომიკური ვალდებულებების
ფარგლებს იმ მიზნით, რომ მოიქცეს სწორად და იმოქმედოს ისე,
როგორც ეს საზოგადდოებისთვის იქნება სასიკეთო.
5.
მწვანე მენეჯმენტი და მდგრადი განვითარებამწვანე მენეჯმენტი - როდესაც მენეჯერები ითვალისწინებენ მათი
ორგანიზაციების ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე.
მენეჯერები და ეთიკური ქცევა
ეთიკა - პრინციპები, ფასეულობები და რწმენა, რომლებიც განსაზღვრავს
სწორ და არასწორ ქცევას.
6.
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ეთიკურდა არაეთიკურ ქცევას
ეთიკური დილემის წინაშე ადამიანის ეთიკურ თუ არაეთიკურ ქმედებაზე
ზემოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: მისი მორალური განვითარების ეტაპი
და სხვა ცვლადები, მათ შორის, ინდივიდუალური მახასიათებლები,
ორგანიზაციის სტრუქტურული დიზაინი, ორგანიზაციული კულტურა და
ეთიკური პრობლემის აქტუალობა.
7.
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ეთიკურ დაარაეთიკურ ქცევას
8.
ინდივიდუალური მახასიათებლებიადამიანის ეთიკურ ქცევას განსაზღვრავს ორი სახის ინდივიდუალური
მახასიათებელი ფასეულობები და პიროვნული თვისებები.
ფასეულობები - ძირითადი რწმენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის
სწორი და რა - არასწორი.
9.
ორი პიროვნული ცვლადიპიროვნების ქმედებებზე სწორის და არასწორის შესახებ მისი რწმენის
შესაბამისად გავლენას ახდენს ორი პიროვნული ცვლადი:
ეგოს სიძლიერე - პიროვნების შეხედულებების სიმტკიცის საზომი.
კონტროლის ლოკუსი - პიროვნების ატრიბუტი, რომელიც განსაზღვრავს,
თუ რამდენადაა ადამიანი დარწმუნებული, რომ საკუთარ ბედს
აკონტროლებს.
10.
ორგანიზაციული კულტურაორგანიზაციის შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციული ფასეულობები და კულტურა. ამიტომ, ბევრი ორგანიზაცია იყენებს
ფასეულობებზე დაფუძნებულ მენეჯმენტს.
• ფასეულობებზე დაფუძნებული მენეჯმენტი - ორგანიზაციის ფასეულობები მიუთითებს თანამშრომლებს, თუ როგორ უნდა შეასრულონ მათ
სამუშაო.
11.
ეთიკური ქცევის ხელშეწყობაეთიკის კოდექსი - ორგანიზაციის ძირითადი ფასეულობებისა და ეთიკის
წესების ნაკრები, რომელთა დაცვაც ევალებათ თანამშრომლებს.