12.80M
Категория: ЛингвистикаЛингвистика

უპასუხეთ. ქართული ენა

1.

ქართული ენა
გაკვეთილი 27

2.

უპასუხეთ:
• დღეს რა დღეა?
• დღეს რა რიცხვია?
• დღეს როგორი ამინდია?

3.

დღევანდელი გაკვეთილის გეგმა:
1) გამეორება
2) ტექსტი + კითვები
3) ლაპარაკი / დიალოგები ნინოსთან
4) ახალი მასალა (თუ დრო იქნება)
მზად ხართ?

4.

გამეორება
Предпочитаю
Я рад
მირჩევნია
Живу
მიხარია
Гуляю
Люблю
У меня болит
Меня зовут
Работаю
Говорю
Покупаю
Слушаю
Делаю
Читаю
მიყვარს
Рисую
მტკივა
Учу, изучаю
Ем
Пью
Играю
Думаю
მქვია
ვმუშაობ
ვლაპარაკობ
ვყიდულობ
ვუსმენ
ვაკეთებ
ვკითხულობ
ვცხოვრობ
ვსეირნობ
ვხატავ
ვსწავლობ
ვჭამ
ვსვამ
ვთამაშობ
ვფიქრობ

5.

გაიმეორეთ! Повторите!
(მე მირჩევნია ფუნქცია Подбор/Match)

6.

საშინაო დავალება: ჩემი მშვენიერი უქმეები
დილა მშვიდობისა! მე მქვია ლანა, ვარ ბანკის მენეჯერი. მე 35 წლის ვარ. ესტონეთიდან ვარ, 25 წელი იქ
ვცხოვრობდი დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად. იქ ვსწავლობდი უნივერსიტეტში. 10 წელია ვცხოვრობ და
ვმუშაობ თბილისში. ვარ მაღალი და გამხდარი. ოჯახში ყველაზე მაღალი ვარ! მაქვს გრძელი ქერა თმა, დიდი მწვანე
თვალები და პატარა ცხვირი. მიყვარს სპორტი, ხატვა და ლიტერატურა, მაინტერესებს ეკონომიკა. კვირაში ორჯერ
დავდივარ იოგაზე. არ მიყვარს ყვითელი პრესა და ძალიან იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს.
შაბათ-კვირას არ ვმუშაობ. დილით 8 საათზე გავდივარ სახლიდან და ჩავდივარ პატარა კაფეში. დილით არ ვჭამ
სახლში, არ მიყვარს არც ფაფა, არც სენდვიჩები, არც ჩაი. მხოლოდ ლიმონიან წყალს ვსვამ ხოლმე. და იცით, რა
მიყვარს? ვგიჟდები ყავაზე! მეგობრები ლაპარაკობენ, რომ ყავის მანიაკი ვარ! მიყვარს ახალი ყავა პატარა კაფეში ჩემი
სახლის მარჯვნივ. მათ აქვთ თბილისში ყველაზე არომატული ყავა და ყველაზე გემრიელი დესერტები!
ხშირად ვყიდულობ გაზეთებს ან ჟურნალს და იქ ვკითხულობ. კაფეში ძალიან თბილი და სასიამოვნო პერსონალია.
მე ჯერ ვერ ვლაპარაკობ ქართულად კარგად, მაგრამ ვსწავლობ ქართულს და ბევრი ახალი სიტყვა და ფრაზა ვიცი!
პრაქტიკა მჭირდება და ხშირად ცოტა-ცოტა ვლაპარაკობ კაფეს მენეჯერთან და პერსონალთან და ძალიან მიხარია!

7.

ერთი საათის შემდეგ გავდივარ კაფედან და მივდივარ პარკში. ვცხოვრობ
ვაკეში, ვაკის პარკთან ახლოს, ამიტომ პარკში ყოველთვის ფეხით
დავდივარ. ვაკის პარკი თბილისის მწვანე ოაზისია! ბევრს ვსეირნობ,
ვუსმენ მუსიკას და ვფიქრობ ახალ პროექტებზე. როცა სტრესი მაქვს,
ყოველთვის ვხატავ. კარგად ვხატავ, მაქვს მეგობრების პორტრეტები,
ნატიურმორტები და პეიზაჟები. ხოლო მაისში და ივნისში ძალიან ბევრი
წვიმა და საშინელი ამინდი იყო. ამიტომ ვარ სტრესში - მზე მინდა!
როცა კარგი ამინდია, მზე ანათებს და ცხელა, შაბათ-კვირას მეგობართან
ერთად ავდივათ მთაწმინდაზე და ვთამაშობთ მეგობრის ძაღლთან. მას
ძალიან საყვარელი, ლამაზი, ფუმფულა, მაგრამ ცოტა სულელი პუდელი
ჰყავს. მას ჯეკი ჰქვია. სასაცილო ძაღილია და ძალიან მიყვარს ჩვენი ჯეკი.
ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ შესანიშნავი მეგობრები მყავს.
და როგორია თქვენი უქმეები? რას აკეთებთ? სად დადიხართ?

8.

როგორ გახსოვთ ტექსტი?
1. რა ჰქვია გოგოს ტექსტიდან?
2. რამდენი წლისაა და საიდან არის?
3. რა პროფესიის არის?
4. რამდენი წელი ცხოვრობდა ესტონეთში?
5. ახლა სად ცხოვრობს ეს გოგო?
6. რატომ ცხოვრობს თბილისში?
7. ფიზიკურად როგორი გოგოა?
8. რა უყვარს და რა აინტერესებს?

9.

9. რა არ უყვარს?
10. ტელევიზორს ხშირად უყურებს?
11. სპორტზე დადის?
12. რა დღეებში არ მუშაობს?
13. დილით სად ჭამს? რატომ არ ჭამს სახლში?
14. რაზე გიჟდება ლანა?
15. რატომ დადის ლანა ამ კაფეში (в эту кафешку)?
16. კიდევ რას აკეთებს ლანა კაფეში?
17. ქართულად კარგად ლაპარაკობს?
18. კაფეში ინგლისურად ლაპარაკობს?
19. როცა გადის კაფედან, სად მიდის?

10.

20. როგორ მიდის პარკში? რატომ?
21. როცა პარკშია, რას აკეთებს ხოლმე?
22. როდის ხატავს? და კარგად ხატავს?
23. რატომ აქვს სტრესი?
24. სად დადის ლანა მეგობართან ერთად? როდის?
25. ვისი ძაღლია ჯეკი?
26. როგორი ძაღლია?
26. ლანა და მისი მეგობარი პარკში ბილიარს თამაშობენ?
27. ლანა ლაპარაკობს, რომ ბედნიერია. რატომ?

11.

12.

13.

14.

15.

16.

აფთიაქი
საავადმყოფო

17.

ახალი მასალა:
რამდენი კილომეტრია
პუნქტიდან
__???

18.

(ა)-იდან
ორაშაბათიდან
სამშაბათიდან
ოთხშაბათიდან
ხუთშაბათიდან
პარასკევიდან
შაბათიდან
კვირიდან
ორაშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა
(ი)-ამდე
ორაშაბათამდე
სამშაბათამდე
ოთხშაბათამდე
ხუთშაბათამდე
პარასკევამდე
შაბათამდე
კვირამდე

19.

(ა)-იდან
(ი)-ამდე
თეატრი - ბანკი
ბანკი - ხიდი
ხიდი - აფთიაქი
შეხვედრა - კონფერენცია
კონფერენცია - ლექცია
ლექცია - დემონსტრაცია
შეხვედრა - გაკვეთილი
გაკვეთილი - ლექცია
ორშაბათი - პარასკევი
თბილისი - ბათუმი
საბურთალო - ვაკე
საქართველო - პერუ

20.

დავალება:
1. От Тбилиси до Батуми 360 км
2. От Сабуртало до Базалети 55 км
3. Перерыв с часа до 2? Перерыв с 2 до 3.
4. Я думаю, что пешком от Филармонии до оперы мне нужно 10 минут
5. Я думал, что из центра до Мтацминды 2 часа
6. Я знаю, что от вокзала (სადგური) до Лило ходит много маршруток
7. Этот автобус едет до стадиона?
8. Какой автобус едет театра Марджанишвили?
9. Всего хорошего! Да завтра! До встречи! До среды!

21.

რამდენი ვირთხა იყო პრეზენტაციაში?
ვირთხა =
ვირი + თხა
გმადლობთ ყურადღებისთვის!
English     Русский Правила