ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა)
რა არის სადიპლომო ნაშრომი? როგორ ავირჩიოთ სადიპლომო ნაშრომის თემა?
რა არის სადიპლომო ნაშრომი და რისთვისაა იგი?
სადიპლომო ნაშრომის ტიპები:
რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა სადიპლომო ნაშრომი ჩვენთვისვე იყოს სასარგებლო?
თემის შერჩევის 4 წესი
სადიპლომო ნაშრომის თემის არჩევა
რამდენი დრო უნდა დავხარჯოთ სადიპლომო ნაშრომის წერაზე?
რამდენად საჭიროა უცხო ენის ცოდნა?
რა არის ”მეცნიერულობა”?
ხელმძღვანელი
გმადლობთ ყურადღებისთვის!
53.00K
Категория: ЛитератураЛитература

ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა)

1. ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა)

ლევან ცაგარელი

2. რა არის სადიპლომო ნაშრომი? როგორ ავირჩიოთ სადიპლომო ნაშრომის თემა?

ლექცია პირველი

3. რა არის სადიპლომო ნაშრომი და რისთვისაა იგი?

წერილობითი ნაშრომი 30-გვერდიანი
მოცულობით
პროფესიული შემოწმების ერთ-ერთი სახეობა
ახლის შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა
ფორმალობა
მიზანი: უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი მოწმობა, ბაკალავრის ხარისხი
დაცვის რიტუალი: ხელმძღვანელი, რეცენზენტები
(ოპონენტები), კომისია
სადიპლომო ნაშრომი vs. დისერტაცია

4. სადიპლომო ნაშრომის ტიპები:

კომპილაციური ნაშრომი
კვლევითი ნაშრომი
კვლევის ჩატარების წინაპირობა:
დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურის
მოძიება და შესწავლა (ბიბლიოთეკა)
ინტერესიანი დიპლომანტი
ხელმძღვანელის მზაობა, განავითაროს ეს
ინტერესები

5. რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა სადიპლომო ნაშრომი ჩვენთვისვე იყოს სასარგებლო?

შევარჩიოთ ისეთი თემა, რომლის შესახებაც
მოგვიანებით უფრო ვრცელი ნაშრომის
შექმნა იქნება შესაძლებელი
მნიშვნელოვანია არა იმდენად თემა,
რამდენადაც ნაშრომზე მუშაობის
გამოცდილება: ვსწავლობთ ინფორმაციის
შეგროვებას, მის გააზრებასა და
სისტემატიზაციას, მის გადმოცემასა და
პრეზენტაციას

6. თემის შერჩევის 4 წესი

თემა უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის
წინარეცოდნას, მის ინტერესებსა და
მიდრეკილებებს
დასამუშავებელი ტექსტები უნდა იყოს
ხელმისაწვდომი
დასამუშავებელი ტექსტები უნდა იყოს
დაძლევადი
კვლევის შერჩეული მეთოდოლოგია უნდა
შეესაბამებოდეს სტუდენტის შესაძლებლობებს
სტუდენტმა სწორად უნდა შეარჩიოს
ხელმძღვანელი

7. სადიპლომო ნაშრომის თემის არჩევა

მონოგრაფიული vs. მიმოხილვითი
ნაშრომი?
ისტორიული vs. თეორიული ნაშრომი?
რაც უფრო კონკრეტულია თემა, მით უფრო
მარტივია მუშაობა და მით უფრო
წარმატებულია ნაშრომი
ზედაპირულობის საფრთხე
სუბიექტურობის საფრთხე
მასალა - კლასიკური vs. თანამედროვე?
სიყვარულის ფაქტორი

8. რამდენი დრო უნდა დავხარჯოთ სადიპლომო ნაშრომის წერაზე?

არაუმეტეს 3 წლისა და არანაკლებ 6 თვისა
არდადეგების მნიშვნელობა
თემის არჩევა ბოლო წუთში
იმისთვის, რათა 6 თვეში დავწეროთ
სადიპლომო ნაშრომი, საჭიროა:
შევარჩიოთ ვიწრო თემა
თანამედროვე ტექსტი ან ისეთი თემა, რომელიც
ნაკლებადაა გამოკვლეული
შესაბამისი საკვლევი მასალა იყოს
ხელმისაწვდომი

9. რამდენად საჭიროა უცხო ენის ცოდნა?

არ შევარჩიოთ თემა, რომელიც ითხოვს უცხო ენის
ფლობას, თუ ამ ენაზე კითხვა არ შეგვიძლია
არ დავწეროთ ნაშრომი უცხოელი ავტორის
შესახებ, რომლის ნაწარმოებების ორიგინალში
წაკითხვაც არ შეგვიძლია
არ ავირჩიოთ თემა, რომლის შესახებ კვლევების
უმეტესობა (უცნობ) უცხო ენაზეა დაწერილი
არ შეიძლება ნაშრომის შექმნა მხოლოდ იმ
კვლევების გათვალისწინებით, რომლებიც
ჩვენთვის ნაცნობ ენებზეა დაწერილი.
თემის დაწერამდე გავიაზროთ ბიბლიოგრაფია!
კვლევითი სტიპენდიების მნიშვნელობა

10. რა არის ”მეცნიერულობა”?

საკვლევი საგანი უნდა იყოს ცნობადი და
ექვემდებარებოდეს აღწერას.
გამოკვლევაში უნდა ითქვას საგნის შესახებ რაიმე
ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა ან ახლებურად
იყოს გააზრებული ის, რაც სხვებს უთქვამთ.
კვლევა სასარგებლო უნდა იყოს სხვებისთვის (=
შემატოს რაიმე საკვლევი საგნის შესახებ არსებულ
ცოდნას)
კვლევის შედეგები უნდა იყოს შემოწმებადი, რაც
მომდევნო კვლევების განხორციელების
საწინდარია

11. ხელმძღვანელი

ხელმძღვანელი გვთავაზობს თემას,
რომელსაც იგი თავად კარგად იცნობს და, ამრიგად,
შესაბამისი ნაშრომის ხელმძღვანელობა გაუადვილდება
რომელსაც სრულყოფილად არ იცნობს, მაგრამ რომლის
ერთობლივად შესწავლასაც ისურვებდა
საფრთხე: პროფესორმა შეიძლება გამოიყენოს
დიპლომანტი თავისი კვლევების
განსახორციელებლად
რჩევები: სასურველია, სტუდენტი წინასწარ
გაეცნოს სავარაუდო ხელმძღვანელის ნაშრომებს,
მოისმინოს მისი კურსები და ა.შ.

12. გმადლობთ ყურადღებისთვის!

English     Русский Правила