53.89K
Категория: ИнтернетИнтернет
Похожие презентации:

ელექტრონული ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

1.

ელექტრონული ურთიერთობის დადებითი და
უარყოფითი მხარეები

2.

• თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს
იკვებს ინყერნეტ–ურთიერთობა ადამიანთა შორის, ცხოვრების 21–
ე საუკუნისეული გიჟური რიტმი, დროის მუდმივი დეფიციტი,
გვაიძულებს ვეძებით ურთიერთობატა ალტერნეტიული
საშუალებები და აქ ინტერნეტი საუკეთესო დამხმარეა.
• რაკი არსებობს ინტერნეტ–ურთიერთობები, აუცილებლად
არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამ ურთიერთობებს იკვლევენ.
აი სულ ახლახანს ავსტრიელ და შვეიცარიელ მეცნიერთა
ჯგუფებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები‚ რომლებიც
აჩვენებენ‚ რომ ურთიერთობა ინტერნეტში ძირითადად არ
განსხვავდება ურთიერთობისგან რეალურ ცხოვრებაში.

3.

• კვლევების დროს ისინი 42 დღის განმავლობაში
აანალიზებდნენ „კლასიკური“ ინტერნეტ–ჩატ IRC–ის 20 არხზე
მომხმარებელთა ურთიერთობას. გამოირკვა‚ რომ რეალურ
სამყაროში ურთიერთობების უმრავლესი კანონზომიერებების
კვალი ჩანს ინტერნეტშიც.
• ასე მაგალითად‚ მიუხედავად შეტყობინებების უმრავლესი
ნაწილის ანონიმურობისა‚ მომხმარებელთა თითქმის 85%
იცავს ზრდილობის წესებს. ჯგუფში‚ რომელიც ერთ თემას
განიხილავს‚ ინარჩუნებენ დადებით ანდა ნეიტრალურ
განწყობილებას.

4.

• მთლიანობაში კვლევების განმავლობაში გაანალიზებული
იქნა 2‚5 მილიონი შეტყობინება სხვადასხვა თემაზე‚
რომლებიც დატოვა 20 ათასზე მეტმა მომხმარებელმა.
• გავიხსენოთ‚ რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კვლევებმა‚
რომლებიც ჩაატარა დასავლეთ ილიონისის (აშშ)
უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ კარპენტერმა.
საშუალება მისცეს მას მისულიყო იმ დასკვნამდე‚ რომ
ინტერნეტურთიერთობა ახდენს ანტისაზოგადოებრივი
ქმედებების პროვოცირებას და აღრმავებს მიდრეკილებას
ნარცისიზმისკენ. პროფესორმა შესწავლისთვის გამოიყენა
Facebook.

5.

• კარპენტერმა და მისმა დამხმარესტუდენტებმა გამოიკვლიეს
ადამიანთა ჯგუფი‚ რომელთა უმრავლესობა იმავე
უნივერსიტეტში სწავლობს. ისინი „თვითრეკლამას“
სოციალური ქსელის ჩარჩოებში ეწევიან და ახასიათებთ
ანტისოციალური ქმედებები‚ რომლებიც იმაში გამოიხატება‚
რომ მომხმარებლები ცდილობენ მეტი ყურადღება მიიპყრონ‚
ვიდრე თვითონ გასცემენ და ჯავრობენ იმ
შემთხვევაშიროდესაც თვაის „პოსტებზე“ არასაკმარის
პასუხებს იღებენ.
• დასკვნა ასეთია: ინტერნეტ–ურთიერთობები ნელ–ნელა
წარმმატებით ანაცვლებს რეალურ ურთიერთობებს, როგორც
პირად ასევე ბიზნესის სფეროში.

6.

• სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი
ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან
მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც
სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც
აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე,

7.

• რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელ
ების დადებით მხარეებზე: მათი საშუალებით სულ უფრო მარ
ტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათები
სა თუ ახალი ამბების გაზიარება. ბევრმა ძველი მეგობრები და
იბრუნა, ზოგმაც ახალი მეგობრები შეიძინა. ინფორმაციის მიღ
ებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. მუდმივად მიმდ
ინარე საქმეების კურსში ხარ, ადევნებ თვალს ყველა მნიშვნელ
ოვან მოვლენას. ადამიანებიც უფრო თამამად აფიქსირებენ საკ
უთარ მოსაზრებებს, თავისუფალ სიტყვებს, უფრო მეტს მსჯე
ლობენ, განიხილავენ.

8.

• სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადები
თი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების ს
აშუალება, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება თუ გამოკითხვის
ჩატარება.
• სამწუხაროდ, ამ დადებითების გვერდით სოციალურ ქსელებს
ახასიათებთ საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე, რომლებიც ყვ
ელასთვის აშკარა და შესამჩნევია, თუმცა, საკმაოდ ცოტა თუ ც
დილობს მათთან გამკლავებას.

9.

• ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც
ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს არის დროის უსარგებლოდ ხარ
ჯვა! ადამიანები საათობით ათვალიერებენ მეგობრების გვერდ
ებს, თამაშობენ სრულიად უაზრო თამაშებს, ათენებენ ღამეებს
, წყდებიან სამუშაოს, სწავლას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს
. მეორე დღეს იღვიძებენ სრულიად დაღლილები, არ ყოფნით
ძილი, რაც უარყოფითად აისახება გუნებაზე და შესაძლოა, ცუ
დი განწყობა და დაქანცულობის შეგრძნება მთელი დღის მანძ
ილზე გაჰყვეთ. არადა, რამდენი საინტერესო, სასიამოვნო და
ღირებული საქმის გაკეთება შეიძლებოდა მთელი ამ დროის მა
ნძილზე.

10.

• მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანე
ბი ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ურთიერთობენ, აცნობენ ყოვ
ელ სიახლეს, იღებენ ინფორმაციას. ამის ხარჯზე სულ უფრო კლებ
ულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ო
ჯახის წევრებთან. იმის ნაცვლად, რომ სახლში მისვლისას 1 საათი
დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს, მოვუყვეთ იმ დღეს მომხდარი ს
აინტერესო ამბები თუ თავგადასავლები, გავუზიაროთ ერთმანეთს
განცდები, სიხარული თუ ტკივილი, ეგრევე ვუსხდებით კომპიუტე
რებს, შევდივართ სოციალურ ქსელში და ყველა უცნობსა თუ ნაცნ
ობს ვატყობინებთ საკუთარ ამბებს. თანაგრძნობა, მხარში ამოდგომ
ა, გამხნევება თუ სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა,
გამოხატული კომენტარებითა და სმაილებით.

11.

• მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და
ეს არის პირადი ცხოვრებისა თუ ინფორმაციის სრული აფიში
რება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდები, ნების
მიერ დროს შესაძლებელი იქნება მთლიანი შენი ცხოვრების გა
გება –
ვისთან მეგობრობ, ნებისმიერ დროს რას აკეთებ, სად დადიხა
რ, როგორ ერთობი, რას საქმიანობ, რა გიყვარს ან არ გიყვარს.
რაც არ უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკა
ციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მი
ღება. არავინ იცის, რა ელის სამომავლოდ, მარტივი შესაძლებე
ლია, ოდესმე, ვინმემ ეს ყველაფერი შენს წინააღმდეგ გამოიყე
ნოს.

12.

• სოციალურ ქსელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას გრძელვადიან
ი, საკმაოდ ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მუდმივად გამ
ოუძინებლობამ, გადაღლილობამ შესაძლოა განავითაროს ნერ
ვული აშლილობა, სტრესი, მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა.
ეს ყველაფერი გარშემომყოფებზეც უარყოფითად აისახება. ნაკ
ლები დროის დათმობა ხდება საქმეებსა და სწავლაზე, შესაბამ
ისად სულ უფრო ნაკლებია წინსვლა, წარამტებები და განვით
არება. ეს უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც.

13.

• გარდა ამისა, რაც მეტი დრო გადის, ხდება სრული გაუცხოება
ოჯახის წევრებთან, სულ უფრო ნაკლები კონტაქტი მათთან, უ
ფრო მეტია დაძაბულობა, გიჭირთ ერთმანეთის გაგება. მთლი
ანად ეშვები ვირტუალურ ცხოვრებაში და შორდები საყვარელ
და ახლობელ ადამიანებს, წყდები რეალურ ცხოვრებას. თითქ
ოს უფრო მეტი ნაცნობი და მეგობარი გყავს, მაგრამ უფრო მეტ
ად მარტოსული და ჩაკეტილი ხდები, რადგან იკარგება ცოცხა
ლი ურთიერთობები, ურთიერთგაგება, გულახდილი საუბრებ
ი.

14.

• როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სენს? რა თქმა უნდა, ეს არც ი
სე მარტივი იქნება, მთავარია სურვილი, მონდომება და ძალის
ხმევა. ჩვენ ვეცდებით, მცირე რჩევა მოგცეთ ამასთან დაკავშირ
ებით, იმედია გამოგადგებათ. უფრო გაგიმარტივდებათ თავის
გართმევა, თუ რამდენიმე მეგობარი ერთად შეთანხმდებით დ
ა დაიცავთ ამ წესებს.
• პირველ რიგში, აუცილებელია, ზუსტად განსაზღვრო, რა რო
ლს უნდა ასრულებდნენ სოციალური ქსელები შენს ცხოვრებაშ
ი, რა სარგებელს ან ღირებულებას უნდა იღებდე მათგან (მაგა
ლითად, სიახლეების გაგება, მეგობრების მოკითხვა).

15.

• შემდგომ გამოყო გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელსაც დ
აუთმობ ამ სარგებლის მიღებას და მკაცრად აკონტროლო საკუ
თარი თავი, არ გადააცილო არაფრით დათქმულ დროს (მაგალ
ითად, შუადღით და საღამოთი ნახევარი საათი მხოლოდ). თუ
მეგობრებთან ერთად მოქმედებთ, შეგიძლიათ დროის გადაცი
ლების შემთხვევაში ერთმანეთს სახალისო სასჯელიც მოუფიქ
როთ.
• საიტზე ყოფნისას მაქსიმალურად შეიკავეთ თავი არაფრისმომ
ცემი კომენტარების, პოსტების დაწერისაგან და დისკუსიებში ჩ
ართვისაგან. ეცადეთ, მხოლოდ საინტერესო და ღირებული პო
სტები წაიკითხოთ ან განათავსოთ.

16.

• როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო, რომ ისევ სოციალუ
რმა ქსელმა არ ჩაგვითრიოს? ამისათვის ჩამოწერეთ ყველაზე ს
აინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას
მოგანიჭებდათ. ასეთი კი უამრავი არსებობს: კითხვა, კინოსა დ
ა თეატრში წასვლა, ქარგვა–
ქსოვა, ცეკვის ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა,
რომეილმე უცხო ენის შესწავლა, ექსკურსიაზე წასვლა, გასეირ
ნება, სპორტით დაკავება და სხვა მრავალი.

17.

მადლობა ყურადღებისთვის
English     Русский Правила